ერთიანი ეროვნული გამოცდების მეექვსე სესია

11 ივლისი 2020, 10:42 250 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. მეექვსე დღეა სესია ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. ბათუმის სამ საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 681 აბიტურიენტიდან 28 აპლიკანტი არ გამოცხადდა.

ცენტრის ხელმძღვანელების თქმით, დაგვიანებისა და ტემპერატურის შემთხვევა არ გამოვლენილა. მომდევნო დღეებში გამოცდები ისტორიასა და მათემატიკაში ჩატარდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში