''ლელო საქართველოსთვის'' ბრალდება და ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

10 ივლისი 2020, 15:00 427 ნახვა

,,რესპუბლიკური საავადმყოფო, კორონავირუსის ახალი ტალღის შემთხვევაში, არ არის მზად პაციენტებს სრულყოფილი მკურნალობა გაუწიოს“ - განცხადება პარტია „ლელო საქართველოს“ ოფისში გააკეთეს.

პარტიის წევრის და ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ დავით  მამულაძის მტკიცებით, მწვავე კარდიოლოგიური ნოზოლოგიის შემთხვევაში, დაავადებული პაციენტი ადგილზე ვერ მიიღებს სათანადო სამედიცინო სერვისს.  

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მამულაძეს ურჩევს, რომ არსებულ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს გაეცნოს, რომელთა მიხედვითაც, ყველა გართულების შესაბამისი წესით მართვის რესურსი არსებობს.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში