ბსუ-ს რექტორობის ორი კანდიდატი

08 ივლისი 2020, 19:21 333 ნახვა

ვინ გახდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 15 ივლისს გაირკვევა. კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა.  რექტორობის მსურველი ორი კანდიდატია-მერაბ ხალვაში და ინგა შამილიშვილი. მერაბ ხალვაში უნივერსიტეტის  მოქმედი რექტორია, ინგა შამილიშვილი აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი და უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. რექტორს ხმათა უმრავლესობით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო  4 წლის ვადით ირჩევს. საბჭოს წევრი მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაშიცაა. გამოიყენებს თუ არა იგი ხმის მიცემის უფლებას ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.  კენჭისყრამდე საბჭოს წევრებს კანდიდატები უმაღლესი სასწავლებლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას წარუდგენენ. ინგა შამილიშვილი  სატელევიზიო   კომენტარს არ აკეთებს, მერაბ ხალვაში კი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მოტივი მისი რექტორობის დროს დაწყებული პროეტების დასრულებაა.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში