ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა მერაბ ხალვაშს და ინგა შამილიშვილს სურთ

08 ივლისი 2020, 10:24 1211 ნახვა

ვინ გახდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, 15 ივლისს გაირკვევა. კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა. 

რექტორობის მსურველი ორი კანდიდატია - მერაბ ხალვაში და ინგა შამილიშვილი. მერაბ ხალვაში უნივერსიტეტის მოქმედი რექტორია, ინგა შამილიშვილი აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი და უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

რექტორს, ხმათა უმრავლესობით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 4 წლის ვადით ირჩევს.

კენჭისყრამდე, საბჭოს წევრებს კანდიდატები უმაღლესი სასწავლებლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას წარუდგენენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში