ტურიზმის სექტორში დასაქმებულები საჭირო ინფორმაციას ახალი ვებ-პლატფორმით მიიღებენ

07 ივლისი 2020, 12:13 1278 ნახვა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ვებ-პლატფორმა იქმნება. ყველა ტრენინგი, ვიდეოგაკვეთილი, სემინარი თუ საჯარო ლექცია ონლაინსივრცეში ახალ პლატფორმაზე განთავსდება, რაც საშუალებას მისცემს ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს მათთვის საჭირო ინფორმაცია დისტანციურად მიიღონ.

გიდებისთვის, საოჯახო-სასტუმრო სახლების, ტურისტული კომპანიების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის უკვე დისტანციურად იქნება ხელმისაწვდომი ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ სატრენინგო მასალა, რასაც ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონში ახორციელებს.

გარდა ამისა, გვერდზე განთავსება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ტრენინგების, სემინარებისა და საჯარო ლექციების განრიგი, რომლებზეც დარეგისტრირება ონლაინ იქნება შესაძლებელი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშემოდგომო ტრენინგების პროგრამა უკვე ახალ ვებ-პლატფორმაზე სექტემბრიდან ჩაეშვება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში