სურამში მკვლელობის საქმეზე დაკავებულს, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

07 ივლისი 2020, 12:02 1164 ნახვა

სურამში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. 34 წლის კაცი, რომელსაც ცოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ, რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს.

ნივთმტკიცებად ამოღებულია სანადირო თოფიც, რომლითაც მძინარე ახალგაზრდა ქალს  სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. მეზობლებმა 6 გასროლის ხმა გუშინ, გამთენიისას გაიგეს. შემთხვევის დროს სახლში ბავშვებიც იყვნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში