აჭარაში ხვალ დღის მეორე ნახევარში ამინდი შეიცვლება, ზეგ აგრილდება

07 ივლისი 2020, 11:23 1856 ნახვა

8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 10 ივლისის შუადღემდე საქართველოს ტერიტორიაზე (უმეტესად დასავლეთ ნაწილზე) ტემპერატურა დაიკლებს, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად. მოსალოდნელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

9 ივლისს აჭარაში ტემპერატურა 26 გრადუსამდე დაიკლებს. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში