ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდა

07 ივლისი 2020, 10:08 2133 ნახვა

პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდა. 9 ივლისის 20:00 საათამდე  ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით ყველა სახის  ტრანსპორტის  გადაადგილება აიკრძალება, ხოლო 14 ივლისის 08:00 სთ-დან 16 ივლისის 20:00 სთ-მდე ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით.

ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში