თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო პუნქტს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

04 ოქტომბერი 2016, 00:00 3772 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. ნოდარ ხადურის  თქმით, ორ ქვეყანას შორის ავტორიზებული ოპერატორის ინსტიტუტი ამოქმედდება. დღესვე  ხელი მოეწერა თანამშრომლობის ფარგლებში სამოქმედო გეგმის ოქმს და ასევე დეკლარაციას ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ. მხარეებმა უსაფრთხო ვაჭრობის  ხელშეწყობის მიზნით  საბაჟო ადმინისტრაციების მიერ გაწეულ საქმიანობას. საუბარი შეეხო ასევე ტრანზიტული გზის  ფუნქციას და ამ კუთხით საქართველოს მნიშვნელობას. 

ამავე კატეგორიაში