გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

06 ივლისი 2020, 16:57 1689 ნახვა

გამოიკვეთება  თუ არა შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მესამე ავტომანქანა? - ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა მანამდე შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ძიუდოისტ ტატიაშვილის ადვოკატი ფიქრობს, რომ  ინციდენტის ადგილას  მივიდა მესამე მანქანაც და კვალის დაფარვას შეეცადა. იგი ასევე საუბრობს ნაპოვნ ჩანთაზე, რომელიც საქმეში ფიგურირებს.  

ადვოკატის თქმით, ჩანთა სავარაუდოდ დადებულია იქ სადაც იპოვეს და ამ ნაწილშიც  ვიღაც კვალის დაფარვას ცდილობს. საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატიც.

უფლებადამცველი ამბობს, რომ დღეს საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულმა ამირხანაშვილმა, უნდა ამოიცნოს ზ.ხ. ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მანქანაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში