ხანძრის შედეგად 7 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

06 ივლისი 2020, 11:45 499 ნახვა

გომარდულში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ოჯახის წევრებმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ შეძლეს. შუახევის მერის ინფორმაციით, შესაძლოა ხანძარი ელექტროსადენებს გამოეწვია, თუმცა გამოძიება ამ მიმართულებით გრძელდება.

რაც შეეხება დაზარალებულებს, ისინი დროებით ქირით გაიყვანეს, თუმცა კომისიის შესწავლისა და სპეციალური დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ ჯაყელების ოჯახს  მთავრობის ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარით დაეხმარებიან, საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლოა მათ დახმარება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდანაც გაეწიოთ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში