ნინო ნიჟარაძის „ინტროსპექცია“

04 ივლისი 2020, 14:50 1972 ნახვა

ინტროსპექცია“ - ასე ჰქვია ნინო ნიჟარაძის ექსპოზიციას, რომელიც აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა.

ჟანრობრივად და ტექნიკურად მრავალფეროვანი ნამუშევრები მხატვარს სხვადასხვა პერიოდში აქვს შექმნილი, მათ შორის პანდემიის დროს. მხატვარი ამბობს, რომ იზოლაციის პერიოდი თვითდაკვირვებისა და თვითშემეცნებისთვის ნაყოფიერად გამოიყენა.

დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა  აჭარის ხელოვნების მუზეუმში 25 ივლისის ჩათვლით შეუძლია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში