რა საკითხებს განიხილავენ დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები?

04 ივლისი 2020, 11:33 1522 ნახვა

დღეს 4 საათზე აჭარის  უმაღლესი საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართება. 2 საათზე კი  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება, რომელზეც მესამე მოსმენით განიხილავენ  აჭარის კონსტიტუციაში  შესატან  ცვლილებებს და  მიიღებენ დადგენილების პროექტს ცვლილების  საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე.

დღის წესრიგის თანახმად,   დეპუტატები     2020 წლის საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას  რეგლამენტით გათვალისწინებული უფლების, უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ გამოყენების შესახებ ინფორმაციას  მოისმენენ. რეგიონის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ    ორი მოსმენით, პირველის  მსგავსად მეორადაც   15     ხმით  დაამტკიცა, მათ შორის  14 იყო ქართული ოცნების  წევრი და  ერთი  დამოუკიდებელი დეპუტატი, მერაბ ბლადაძე. ბოიკოტის ნიშნად გუშინდელ სხდომას არ ესწრებოდნენ  ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები.  

კანონპროექტის   მიხედვით, მაჟორიტარი  დეპუტატების რაოდენობა ექვსიდან სამამდე მცირდება. 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატს პროპორციული,   ხოლო  სამს  მაჟორიტარული წესით აირჩევენ.  

ოლქები კი  ასე გადანაწილდება.  ბათუმს -1 დეპუტატი ეყოლება,  ამდენივე ქობულეთსა და მახინჯაურს,   ხელვაჩაურს,  ქედას, შუახევსა და ხულოსაც  1 დეპუტატი.  

საბოლოოდ  აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.  უმაღლესი საბჭოს არჩევნები საპარლამენტო არჩევნებთან ერთად  ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში