ჩირუხში ახალი ტურისტული ცენტრი შეიქმნება

04 ივლისი 2020, 12:00 1976 ნახვა

ჩირუხში  ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება. პროექტზე მუშაობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ   წელს დაიწყო. ჩირუხის მთის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვერსია 10 დღეში იქნება მზად, რომლის საფუძველზეც მომზადდება ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა.

ტურიზმის დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე   10-მდე სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის კონცეფცია განიხილეს, მათ შორის  ჩირუხის მთასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ექსტრემალური, სათავგადასავლო და სოფლის ტურისტული პროდუქტების  შექმნისთვის საჭირო  პროექტები.  

ზღვის დონიდან  2, 050  მეტრზე მდებარე   ჩირუხის მთას  რამდენიმე ტურისტული ბილიკი უკავშირდება.  

ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა,   ხიხანის ციხე და ალპური ბოტანიკური ბაღი - იმ  ადგილების მცირე  ჩამონათვალია, რომელთა ნახვაც  ვიზიტორებს ამჟამად ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში