ახალი საარჩევნო კოდექსი - ევროკავშირის ელჩის გამოხმაურება

03 ივლისი 2020, 11:59 999 ნახვა

,,მივესალმები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ სასიკეთო ცვლილებებს კანონმდებლობაში“- ამ სიტყვებით ულოცავს საარჩევნო კოდექსის მიღებას  პარლამენტს  საქართველოში ევროკავშირის ელჩი.  

თუმცა კარლ ჰარცელი ფიქრობს, რომ , სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება,  რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა - ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება. იგი წუხილს გამოთქვამს, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული. კარლ ჰარცელის ეს განცხადება შეაფასეს პარლამენტის წევრებმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში