4 ივლისიდან შვედეთში მოგზაურობა შეგეძლებათ

02 ივლისი 2020, 20:44 445 ნახვა

4 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები შვედეთში მოგზაურობას შეძლებენ. შვედეთის მთავრობამ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა.

შვედეთის საზღვრები კი, შემდეგი ქვეყნებისთვის იხსნება: საქართველო, ალჟირი, ავსტრალია, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ყველა ტურისტი ვალდებული იქნება, დაიცვას ადგილობრივი ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები. სოციალური დისტანცირების წესები და არ ისარგებლონ პიკის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში