ეროვნული გამოცდები COVID-19-ის პირობებში

02 ივლისი 2020, 20:19 373 ნახვა

ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე რამდენიმე დღე რჩება, აბიტურიენტებს ახლა, განსაკუთრებული სამზადისი აქვთ.  საგამოცდო სექტორში შესულმა გამოსაცდელებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების წესი არ გაუქმდა და ნიღბის მოხსნას მხოლოდ მერხებთან შეძლებენ. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კონდიციონერის ჩართვის დროს, ოთახში მყოფებს პირბადის გაკეთება მოუწევთ, რადგან ნიღბის ტარება რეკომენდაციის დონეზე მაინც რჩება.

უფრო კონკრეტულად, აბიტურიენტს წერის დროს, პირბადის მოხნა შეეძლება, მაგრამ თუ დაუძახებს გარკვეული საკითხის გასარკვევად ზედამხედველს, აუცილებელია, მას პირბადით ესაუბროს. აბიტურიენტებს 3 სხვადასხვა სივრცე დახვდებათ, მათ შორის მათთვის, ვისაც გამოცდების დღეს ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში