გამოცდის დროს აბიტურიენტს შეეძლება პირბადე მოიხსნას - პრემიერი

02 ივლისი 2020, 11:30 561 ნახვა

აბიტურიენტს გამოცდის დროს პირბადის მოხსნის საშუალება ექნება, გარკვეულ პირობებში შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვაც -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, აბიტურისნტებს შორის დისტანცია აუცილებლად იქნება დაცული. 

„მოგეხსენებათ, ეროვნული გამოცდები იწყება 6 ივლისიდან და გრძელდება 25 ივლისამდე. ეს საკითხი, რომელიც ადარდებს, როგორც აბიტურიენტებს, ასევე მათ მშობლებს. დღეს დილით გვქონდა შესაბამისი თათბირი როგორც ჩვენი ჯანდაცვის სექტორის, ასევე ეპიდემიოლოგების წარმოამდგენელებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად.

გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს შეგვიძლია გავამხოვანოთ, შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ გახლავთ შემედეგია: იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც პირბადით აუცილებლად უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით უზრუნველყოფილი, გამოცდის ჩაბარების პერიოდში შესაძლებლობა ექნება, პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია დაცული იქნება.

რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვაც“,- აღნიშნა გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში