პენსიის ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს მიება და ვეღარასდროს გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი - გახარია

02 ივლისი 2020, 11:23 1035 ნახვა

პირველი ივლისიდან პოლიციელებს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალს და სოციალურ აგენტებს ხელფასი გაეზარდათ. პრემიერ-მინისტრის თქმით, 70 წელს გადაცილებულ პირებს პენსიაც გაეზარდათ. 

პრემიერმა სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ პენსიის ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს მიება და ეს საკითხი ვეღარასდროს ვერ გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი.

''პირველი ივლისიდან საქართველოსთვის მსახურებაში მყოფ ადამიანებს გაეზარდათ ხელფასები. ეს გახლავთ პოლიცია, სასწრაფო -სამედიცინო დახმარების პერსონალი სრულად, სოფლის ექიმები და ექთნები, სოციალური აგენტები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენზე და ჩვენს მოქალაქეებზე. გარდა ამისა, რაც ასევე უკიდურესაც მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, პენსიის გაზრდით და მეორე მხრივ, იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის გამოც პენსიის ზრდა ყოველწლიურად მიება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის საკითხი ვეღარასდროს ვერ გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი.

ეს არის მიღწევა, რომელიც ჩვენ, ყველამ, პარლამენტთან ერთად მივიღეთ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ პირველი ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია იქნება 250 ლარი, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ 300 ლარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში