ბათუმში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილის შეეჯახა

01 ივლისი 2020, 22:45 10876 ნახვა

ბათუმში ჭავჭავაძის და ლუკა ასათიანის ქუჩის გადაკვეთაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი პირი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში