რას ფიქრობს ხალხი საარჩევნო კანონში ცვლილებაზე

01 ივლისი 2020, 20:08 322 ნახვა

რა იცის და რას ფიქრობს ხალხი, ახალ საარჩევნო მოდელზე ?  ბუნებრივია, მომხრე და მოწინააღმდეგე ყველა საკითხს ჰყავს, თუმცა ზოგი აზრით, ცვლილებებამდე უმჯობესია მათი მოსაზრებები მოესმინათ და გაეთვალისწინებინათ. ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ, მაჟორიტარული სისტემის ნაკლოვანებებზეც და ამბობენ, რომ იგი ნაკლებად სამართლიანია. პროპორციულით კი პოლიტიკურ პარტიებს მეტი პერსპექტივა აქვთ, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოში.

პროპორციული საარჩევნო სისტემა პირველად ბელგიაში, 1889 წელს გამოიყენეს. დღეისათვის არჩევნების სწორედ ეს ფორმა მოქმედებს 50‐ზე მეტ ქვეყანაში. ზოგადად საარჩევნო სისტემის 3 სახეობა არსებობს: მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული. პოლიტოლოგები, ექსპერტები თუ თავად პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ იდეალური არც ერთი მათგანია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში