აჭარის დასაქმების სააგენტო, კომპენსაციის მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლაში დაეხმარება

01 ივლისი 2020, 16:53 1272 ნახვა

აჭარის დასაქმების სააგენტო, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად ტექნიკურად დაეხმარება, იმ მოქალაქეების, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე მუშაობდნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ და სურთ დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე www.compensation.moh.gov.ge ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად.

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კომპენსაციის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ და
არანაკლებ 60-ჯერ უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა 2019 წლის განმავლობაში
2019 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იმყოფებოდა ქვეყნის გარეთ
30-დან 120 დღის განმავლობაში.

რეგისტრაციის მსურველ პირებს შეუძლიათ მიმართონ :
აჭარის დასაქმების სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალურ სერვისს ცენტრებს.
რეგისტრაციისთვის კომპენსაციის მიმღებმა პირებმა საკმარისია წარმოადგინონ :
პირადობის მოწმობის ან საზღვარგარეთის პასპორტის ასლი, საბანკო რეკვიზიტები"-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი