აჭარის კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებებს პირველი მოსმენით 15 დეპუტატმა მხარი დაუჭირა

01 ივლისი 2020, 13:41 1091 ნახვა

აჭარის კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებას პირველი მოსმენით 15-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, რეგიონში არსებული ექვსი მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება.

რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, 21 დეპუტატია, აქედან 3 მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით არჩეული.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ბოიკოტის ნიშნად განხილვას არ ესწრებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი