მომღერალი პრინცი გარდაიცვალა

22 აპრილი 2016, 00:00 5028 ნახვა

ამერიკელი მომღერალი პრინცი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრინც როჯერს ნელსონის ცხედარი სახლში 21 აპრილს დილით აღმოაჩინეს. მომღერლის გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელია. პოლიცია მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, თაყვანისმცემლები სახლთან ყვავილების მემორიალი გააკეთეს. პრინცის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა თეთრმა სახლმაც. მომღერალმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 80-იანი წლების დასაწყისში პრინცი ამერიკის მთავარ პოპ-ვარსკვლავად დასახელდა. 

ამავე კატეგორიაში