საქართველოს ხელბურთის ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა

30 ივნისი 2020, 18:50 1938 ნახვა

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, 2019-20 წლის სეზონი დასრულებულად გამოცხადდა. ქვეყნის ჩემპიონი და პრიზიორები არ გამოვლენილა.

საქართველოს ექვსივე ჩემპიონატი (ქალთა და კაცთა უმაღლესი ლიგა, ჭაბუკთა და გოგონათა 2-2 ასაკობრივი ჩემპიონატი) მარტის დასაწყისში შეწყდა პანდემიის გამო.

საქართველოს მთავრობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება დახურულ სივრცეებში სპორტული აქტივობების განახლების შესახებ. სახელბურთო სეზონი არ განახლებულა ევროპის არცერთ ქვეყანაში - სეზონი ყველგან შეწყვეტილად გამოცხადდა და ქვეყნების დიდ უმეტესობაში გამარჯვებულები არ გამოვლენილა.

14 ტურის შემდეგ ეროვნულ გათამაშებას 26 ქულით მოქმდედი ჩემპიონი ბათუმის შავი ზღვის ბიჭები ლიდერობდნენ. მომდევნო, 2020-21 წლების სეზონი, განრიგის მიხედვით, სექტემბერში უნდა დაიწყოს, თუ ქვეყანაში ვარჯიშისა და თამაშებისთვის შესაფერისი სიტუაცია იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი