ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება საღამომდე შეუწყდა

29 ივნისი 2020, 15:15 1441 ნახვა

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო 15:00 საათიდან 17:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: აბუსერიძის, შარტავას, ფიროსმანის, ჯავახიშვილის, გრიბოედოვის, ვახტანგ გორგასალის, ლორიას ქუჩებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში