შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

29 ივნისი 2020, 10:44 1321 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან კავშირში მყოფი ბრალდებულთა ადვოკატები, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვს ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე.  

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში