ვისთვის ხსნის ევროკავშირი ჩაკეტილ საზღვრებს?  

28 ივნისი 2020, 18:12 2035 ნახვა

ევროპის საზღვრები საქართველოსთვის 1 ივლისიდან იხსნება. ევროკომისიამ 27 ივნისს დაამტკიცა მესამე ქვეყნების სია, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო  საზღვრების ჩაკეტვა აღარ შეეხებათ. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა, "ლე მონდი" ავრცელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მიერ მიღებული ჩამონათვალში ის 15 სახელმწიფოა, რომლებსაც ევროკავშირი რეკომენდაციას უწევს.

ევროკავშირში 1-ელი ივლისიდან კარანტინის გავლის გარეშე შევლენ: ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ურუგვაი, ალჟირი, მაროკო, ტუნისი, საქართველო, მონტენეგრო და სერბეთი, ასევე ჩინეთი, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით - თუ თავადაც დაუშვებს ევროკავშირის მოქალაქეებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში