19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე - ბრალის წარდგენა

27 ივნისი 2020, 15:01 383 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა გრძელდება. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ძირითადად ბრალდებულებს ბრალი ედებათ სამი მუხლით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

საქმეზე ბრალდებულია 3 არასრულწლოვანი. ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი, გიორგი გელხაური პოლიციელს  მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, უფლებადამცველი საქმის შესწავლის მიზნით ინსპექტორის სამსახურს მიმართავს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული, ისინი თბილისის გარდა, კიდევ ორი ქალაქის იზოლატორში იმყოფებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი