მაშველი ძაღლები - ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი სამსახურიდან გააცილეს

27 ივნისი 2020, 14:20 467 ნახვა

ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან სამსახურებრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. უწყების ინფორმაციით, ძაღლებმა სამსახურში 12 წელი გაატარეს და ამ დროის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა.

მაშველ ძაღლებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გამოემშვიდობნენ.

დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი