ცვლილება აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში

27 ივნისი 2020, 12:05 1228 ნახვა

ირაკლი კობახიძე აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში შესულ ცვლილებას, რომელიც საქართველოს ეხება, ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიასა და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის მეგობრობის შედეგად მიიჩნევს.

ცვლილება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ - გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხება. შესწორებაში რიში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, თუმცა, 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია და სასამართლოს ელოდება.

კობახიძეს  გიგა ბოკერიამ უპასუხა.ცნობისთვის აშშ-ის სენატი საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და პროცესები უფრო გამჭვირვალე გახადონ, რაც მოსამართლეების დანიშვნის წესსა და მოსამართლეების მმართველი პოლიტიკური პარტიისადმი ლოიალურობასაც გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში