„გამოდი, დაიცავი“ - ხვალ, აჭარის ტელევიზიის წინ აქცია გაიმართება

25 ივნისი 2020, 21:03 1460 ნახვა

11 არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოებას ხვალ აჭარის მაუწყებლის დასაცავად გამართულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს, რომელიც 18 საათზეა დაგეგმილი.   ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზია და რადიო წლების განმავლობაში აღიარებულია, როგორც დაბალანსებული, დამოუკიდებელი არხი, მოქმედი მენეჯმენტი და ბორდი კი  ცდილობს მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მისაღები სარედაქციო პოლიტიკის გატარებას, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის განხორციელებას. აქციის ორგანიზატორისა და ლეტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარის  განცხადებით,  შეკრება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული  რეკომენდაციების დაცვით გაიმართება, და მას  სამოქალაქო სექტორთან ერთად  არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წევრები დაესწრებიან. მესამე სექტორს, მაუწყებელზე ზეწოლისა და მაუწყებლის იდეით სპეკულირების შეწყვეტისკენ მოუწოდა დღეს, მრჩეველთა საბჭოს წევრმა. თამილა დოლიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმატებები, რომელსაც არასამთავრობოები აღიარებენ მიღწეულია იმ პერიოდში, როდესაც ის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე,გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მრჩევლთა საბჭოში მისი გადასვლის მიზანი კი , როგორც თამილა დოლიძე ამბობს მაუწყებლის კიდევ უფრო გაძლიერებაა, მიუკერძოებლობის, კრიტიკულობისა და ობიექტურობის კუთხით. მისი თქმით, მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევის კონკრეტულ ფაქტს ვერავინ ასახელებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში