აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორების პასუხი დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებაზე

25 ივნისი 2020, 16:04 2354 ნახვა

ჩვენ, აჭარის ტელევიზიის ოპერატორები იმპიჩმენტით დათხოვნილი დირექტორის ნათია კაპანაძის მენეჯმენტის დროს მუდმივად განვიცდიდით დისკრიმინაციას, რაც გამოიხატებოდა ჩვენს პროფესიულ დისკრედიტაციაში, პიროვნულ იგნორირებასა და შრომის არაადექვატურ ანაზღაურებაში.

ჩვენ პროფესიული კავშირის უშუალო ზედამხედველობით ვაწარმოეთ საგაფიცვო პროცესი. პროფესიული და შრომითი საკითხების გამო დაწყებული პროტესტის პარალელურად მენეჯმენტი ახორციელებდა სხვა თანამშრომლების მიმართ უსამართლო სადამსჯელო ღონისძიებებს, რასაც ასევე გამოვუცხადეთ სოლიდარობა. სამწუხაროდ, აჭარის ტელევიზიის ეთერით არც ერთი ფაქტი არ გაშუქებულა.

კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ დაინტერესებულმა ჯგუფებმა სხვა საჯარო სივრცეებში გადაინაცვლეს და ყველა ადამიანი, ვინც ღირსების და კოლეგების სოლიდარობის გამო იბრძოდა, სუსის აგენტებად მოინათლა. დღეს იგივე გაიმეორა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან. მან აჭარის ტელევიზიის ოპერატორების გაფიცვა იბერიის თანამშრომლების მიერ ხელფასების მოთხოვნასთან ერთად სუსის მიერ დაგეგმილ აქციად მოიხსენია.

ჩვენ მოვითხოვთ, ნატო ჩხეიძემ საჯაროდ უარყოს განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროფესიული პატივისა და ღირსების შელახვის გამო მივმართავთ სასამართლოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში