ენმ სარეზერვო ფონდის ხარჯვითი ნაწილის გასაჯაროვებას ითხოვს

24 ივნისი 2020, 18:08 1566 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი  ნაციონალური მოძრაობიდან გია დიასამიძე დაკავებული სპორტსმენების გაცხადებების საფუძველზე  ხელისუფლებას სარეზერვო ფონდის ხარჯვის მასალების  გასაჯაროვებას სთხოვს. დეპუტატის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა დავით რიჟვაძე პოლიციის შენობაში სპორტსმენებს შეხვდა, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი მათ ოჯახებს ორი ათასლარიანი დახმარება გადასცეს.  

ოპოზიციას განცხადებით გამოეხმაურა  მთავრობის ადმინისტრაცია.აცხადებენ, რომ 2020 წლის მარტში შემოვიდა წერილები დახმარების მოთხოვნით სადაც აღწერილი იყო განმცხადებლების ოჯახში არსებული მძიმე მდგომარეობა და ითხოვდნენ ერთჯერად დახმარებას.განცხადებაში ნათქვამია, რომ სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესი არის გამჭვირვალე და გაცნობა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, ხოლო ოპონენტების მხრიდან იკვეთება უწყების დისკრედიტაციის მცდელობა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში