ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს

24 ივნისი 2020, 10:50 2417 ნახვა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს შიდა მოპირკეთებითი და კოსმეტიკური სამუშაოები, ასევე სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი.

უკვე დასრულდა გასახდელების, საშხაპეების, მსაჯთა ოთახების, ბიზნეს და VIP-ბოქსების მოწყობა. ასევე საჩრდილობლების, საზოგადოებრივი და საპარკინგე სივრცის გაკეთებაც.

შპს “სტადიონი”, ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად „Cinema Park-ის” პროექტსაც იწყებს. კინოთეატრის მეშვეობით ფილმების ყურება საკუთარი ავტომობილიდან იქნება შესაძლებელი.

ბათუმის სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი