წინასასამართლო სხდომა რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის საქმეზე

23 ივნისი 2020, 12:00 1102 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა იწყება. ისინი ორი თვის წინ  სამართალდამცავებმა ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათი გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში არაერთი ხმაურიანი აქცია გაიმართა.

წულუკიძისა და ანთაძის ოჯახი ირწმუნება, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებულები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, მის მამას დავით რიჟვაძესა და პოლიციის სამმართველოს უფროსს კონსტანტინე ანანიაშვილს  წინასაარჩევნოს მხარდაჭერის მიზნით გარიგებაში  ადანაშაულებენ, რაზეც მაღალჩინოსნებმა დადებითი პასუხი ვერ მიიღეს და მათ მხარდამჭერებსა და ბრალდებულებს შორის მომხდარი დაპირისპირება, წულუკიძისა და ანთაძის დაკავებით დასრულდა.

დაცვის მხარე დღეს სხდომაზე აღნიშნული  გარემოებების შესახებ ისაუბრებს და მოსამართლეს ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში