პირველკლასელთა რეგისტრაცია დამატებით ადგილებზე

23 ივნისი 2020, 12:03 417 ნახვა

ბათუმის  თერთმეტ საჯარო სკოლაში  პირველკლასელთა ადგილები დაამატეს.  ჯამში  დამატებით  350  ადგილი გამოიყო. აღნიშნულ ადგილებზე რეგისტრაცია  ამ წუთებში საიტზე - https://registration.emis.ge/-ზე  იწყება. ახალი ადგილები არ გამოყოფილა  ქალაქის ცენტრალური უბნების სკოლებში.

რეგისტრაცია 25 ივნისის  ჩათვლით  გაგრძელდება. ამ დრომდე ბათუმში  2671 პირველკლასელი დარეგისტრირდა . სკოლებში  ჯამში  407 ადგილი დარჩა. პირველკლასელებისთვის  დამატებითი ადგილები  გამოიყო  ქობულეთის სამ სკოლაში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი