"შევხვდებით არჩევნებზე"-აქცია რუსთაველზე ამ სლოგანით დასრულდა

21 ივნისი 2020, 12:02 2817 ნახვა

"შევხვდებით არჩევნებზე" - ამ  სლოგანით დასრულდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია სახელწოდებით "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ", რომელიც  თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.  

მომიტინგეებმა    რუსული ოკუპაცია დაგმეს, გაიხსენეს გასული წლის 20 ივნისი და   შეაფასეს ის პროცესები, რომლებიც   აქციის შეკრებილებს სიტყვით  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა.  აქციის დასასრულს     აჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი მომღერალ  თამარ ჭოხონელიძის  შესრულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში