''ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ -   აქცია 20 ივნისის  მოვლენებიდან   ერთი წლის შემდეგ

20 ივნისი 2020, 15:01 1203 ნახვა

20 ივნისის აქციიდან ერთი წელი გავიდა.  „გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს“.- სწორედ ამ სახელწოდებით და 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს შეახსენებენ ხელისუფლებას დღეს აქტივისტები რუსთაველის ქუჩაზე პარლამენტის შენობასთან.

აქცია 19 საათზე დაიწყება და 2 საათს გაგრძელდება. აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე არ არის გამოძიებული ძალის გადამეტების არცერთი ფაქტი და არ არის დასჯილი არცერთი სამართალდამცველი, თუმცა დააკავეს აქციის მონაწილეები.ისინი მიუთითებენ იმაზეც, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პრემიერმინისტრი გახდა.

გარდა ამისა, ერთი წლის შემდეგაც, დაზარალებულად არ არის ცნობილი აქციაზე დაშავებულთა სრული უმრავლესობა — გამონაკლისი მხოლოდ მაკო გომურსა და გიორგი სულაშვილზე დაუშვეს, რომლებმაც აქციის დაშლის შედეგად თვალი დაკარგეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი