ქუთაისში, გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგის მიმდინარეობისას, ინციდენტი მოხდა

20 ივნისი 2020, 13:28 1422 ნახვა

ქუთაისში, გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგის მიმდინარეობისას, ინციდენტი მოხდა. უცნობმა პირმა ავტომობილით გაბმული სიგნალით ჩაიარა, ,,ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერებმა მანქანის გაჩერება მოთხოვეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

გრიგოლ ვაშაძე ბრიფინგზე 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ქუთაისში გამოეხმაურა. ვაშაძის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდების დასჯის ბრძანება გასცა. მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი რუსეთის კრიტიკას ვერ ბედავს და სადამსჯელო ოპერაციას თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდებს უტარებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში