მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ახალ და სახიფათო ეტაპზეა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

20 ივნისი 2020, 10:07 2050 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ახალ და სახიფათო ეტაპზეა. მისი თქმით, ადამიანებს სახლში ყოფნა მოსწყინდათ და ვირუსი სწრაფად ვრცელდება.

”მსოფლიო ახალ და სახიფათო ეტაპზეა.ბევრ ადამიანს სახლში ყოფნა მოსწყინდა, რაც გასაგებია. ქვეყნებს ეკონომიკის გახსნა სურთ. თუმცა, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ის მაინც მომაკვდინებელია და ადამიანების უმეტესობა ისევ რისკის ქვეშ არის" , - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში