''ZOOM განათლებაზე'' - ახალი გადაცემა აჭარის ტელევიზიით ხვალიდან გავა

18 ივნისი 2020, 20:06 1774 ნახვა

ხვალიდან აჭარის ტელევიზიით ახალი გადაცემა გავა. „ZOOM განათლებაზე“ მთლიანად განათლების საკითხებს დაეთმობა. პროექტის მიზანია  სისტემაში არსებული პრობლემების, გამოწვევების, სიახლეების და ყველა მნიშვნელოვანი საკითხის ახლოდან ჩვენება.

მნიშვნელოვანია, რომ გადაცემა სატელევიზიო სივრცისთვის უჩვეულო დროს იწყებს მუშაობას, ახალ სატელევიზიო სეზონამდე ანუ სექტემბრამდე გადაცემის მთავარი ზუმი დისტანციური სწავლების საკითხებისკენ იქნება მიმართული.

ასევე, დრო დაეთმობა ეროვნული გამოცდების პროცესში დაგეგმილ ცვლილებებს და ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს , რაც სწავლების რეალურ სივრცეში დაბრუნებამდე იქნება აქტუალური.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში