​მრავალწევრიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

17 ივნისი 2020, 20:33 1754 ნახვა

მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, სოფელ ლეღვაში მცხოვრებ გოგიტიძეებს. 5 წევრიან ოჯახს სოციალური დახმარება შეჩერებული აქვს. სახლში კი სადაც ცხოვრობენ საფრთხისშემცველია. მათი თქმით,  ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასა ყოველი წვიმის დროს მატულობს და სახლის საყრდენ კედელს აზიანებს. ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე, ქობულეთის მერიის მიერ ჩატარებულ, გეოლოგიური დასკვნის დოკუმენტში წერია, რომ „ფერდზე მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის და შენობის შემდგომი ექსპულატაციის მიზნით აუცილებელ პირობას წარმოადგენს ,ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება და მთელი ეზოს პერიმეტრზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის აგება. სამუშაოები კი მალე უნდა შესრულდეს. გოგიტიძეების პრობლემაზე, ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ, დაიწყება კონკრეტული სამუშაოები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი