ენმ ბათუმის მერიის შესყიდვებს აკრიტიკებს

17 ივნისი 2020, 14:40 1247 ნახვა

‘’ნაციონალური მოძრაობა’’ ბათუმის მერიას  მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ პანდემიის დროს განხორციელებული შესყიდვების  გამო აკრიტიკებს. მირდატ ქამადაძის განცხადებით,  მერია რომელსაც არც საგანგებო ბიუჯეტი შეუმუშავებია და არც უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს დახმარებია, მხოლოდ საკუთარ კომფორტზე  ზრუნავს, რაზეც შესყიდვები   მოწმობს.  

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ რომ შესყიდვა პანდემიამდე დაიგეგმა, იგი არ ემსახურება კომფორტული გარემოს შექმნას და  მათ აუცილებელი საჭიროების ნივთები შეიძინეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი