სკოლების რეაბილიტაციის პროექტი

17 ივნისი 2020, 10:25 982 ნახვა

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთის საჯარო სკოლებში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაბა ოჩხამურში ახალი სკოლა შენდება, რეაბილიტაცია უტარდება ზედა სამების, ციხისძირის, აჭყვის, დაგვას, კვირიკეს მე-2 და ქობულეთის პირველ საჯარო სკოლებს.

სამუშაოებისთვის 5 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. უწყების ინფორმაციით,  მიმდინარე წელს დაგეგმილი  35 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 9 ქობულეთში მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში