ბათუმში ველოსიპედისტს ავტომობილი დაეჯახა - დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

17 ივნისი 2020, 11:55 8065 ნახვა

ბათუმში,  ჰ.აბაშიძის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში ველოსიპედით მოძრავ ქალს  ავტომანქანა დაეჯახა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მედცენტრში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით, მას მრავლობითი ტრავმები ჰქონდა. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

 

ფოტო: ლევან გელიაშვილი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში