დაპირისპირება ზუგდიდში

02 ოქტომბერი 2016, 00:00 3185 ნახვა

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში დაშავებულ გოგონას თავის არეში მიყენებული დაზიანების გარდა, ყელზე ნაჭდევებიც აღენიშნებოდა - ამის შესახებ ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმმა ნინო მგალობლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ექიმმა აღნიშნა, საავადმყოფოში შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ახალგაზრდა შეიყვანეს, რომელთა მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საპირისპიროს აცხადებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”, მათი ინფორმაციით, კონფლიქტი “ოცნების” აქტივისტების პროვოცირებული იყო. 

ამავე კატეგორიაში