დღეიდან შიდა ტურიზმი გაიხსნა

15 ივნისი 2020, 20:01 515 ნახვა

უსაფრთხო, მწვანე და სასურველი ქვეყანა ყველა ვიზიტორისთვის - პანდემიის შემდეგ შექმნილ ამ ფონს, ხელისუფლება მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგს უწოდებს. კერძო სექტორს ფსონის დადება სწორედ შიდა ტურიზმზე მოუწევს, რადგან მიუხედავად 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურიზმის გახსნის მოლოდინისა, ჯერ ყველაფერი ბუნდოვანია.

პანდემია ამ სექტორსაც განსაკუთრებით დაეტყო, ავტომობილის გამქირავებლები, სასტუმროები და რესტორნების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ თუ მოგებაზე გასვლას ვერა, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას მაინც შეძლებენ. ტურისტების მისაღებად მზადაა, მწვანე ზონად გამოცხადებული - აჭარა. ბათუმი ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების ტოპ ათეულშია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი