16 ივნისს 06:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა იკრძალება

15 ივნისი 2020, 15:01 1605 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოების წარმოების მიზნით, 2020 წლის 16 ივნისს 06:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

"დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით"- წერია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში