8 თვის წინ დაკავებული ქობულეთის მერიის თანამშრომლები გაათავისუფლეს

11 ივნისი 2020, 14:04 1488 ნახვა

ქობულეთის მერიის თანამშრომლები 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა  და წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. 4 ბრალდებულს გამოძიება   ქრთამის აღებას ედავება.

პროკურატურის  ინფორმაციით, რწმუნებულებმა და ქობულეთის მერიის თანამშრომელმა, ამ თანხის სანაცვლოდ, უხარისხოდ აშენებული საზოგადოებრივი საპირფარეშო ჩაიბარეს.  10 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ ისინი საბოლოო განაჩენს სახლში დაელოდებიან.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში